­

FLEXMAP 3D სისტემა

FLEXMAP 3D წარმოადგენს Luminex-ის ყველაზე დახვწილ და მულტიპლექსირების ფართო შესაძლებლობების მქონე აპარატს.

წაკითხვის სისწრაფე, თავსებადობა 96- და 384- ფოსოიან ფლეითებთან და ავტომეტიზების სისტემების ინტეგრირების სიმარტივე FLEXMAP 3D-ს ხდის მოსახერხებელ აპარატს მაღალი წარმადობის საჭიროებისას.

  • მულტიპლექსირება: 500 ანტიგენამდე ერთი ნიმუშის ფარგლებში
  • წაკითხვის დრო: 96-ფოსოიანი ფლეითი < 20 წუთში (144,000 ტესტი/საათში); 384-ფოსოიანი ფლეითი <75 წუთი (153,600-მდე ტესტი/საათში)
  • ყოველდღიური ინიციალიზაცია/გამორთვა: < 30 წუთი

FLEXMAP 3D რეაგენტები:

FLEXMAP 3D აპარატი საჭიროებს სატრანსპორტო სითხეს, რომელიც ასრულებს გადამტანი არის როლს ბიდების ტრანსპორტისთვის ინსტრუმენტის ოპტიკურ ნაწილამდე.

ორივე აპარატი ხასიათდება არჩევანის შესაძლებლობით: 20 ლიტრის მოცულობის ერთჯერადი გარე კონტეინერი სატრანსპორტო სითხისთვის ან კომპაქტური  20X სარანსპორტო სითხის კონცენტრატის  პაკეტი, რომელიც შესაძლოა გაიხსნას წყლის საშუალებით სამუშაო მოცულობამდე, როდესაც ამის საჭიროებაა.

FLEXMAP 3D საჭიროებს კალიბრაციას და ვერიფიკაციას შესაბამისი ნაკრებებით, რომელთაგან თითოეული გათვლილია 25 გამოყენებაზე.

                                         
  • მაღალი წარმადობა: ნიმუშის განვლადობის ორმაგი არხი და ნიმუშის ინექციის მაღალი სისწრაფე შედეგად იძლევა მაღალ წარმადობას. FLEXMAP 3D სისტემის გამოყენებით შესაძლებელია დამუშავდეს 384 ნიმუშ და გენერირდეს 144,000 - მდე მონაცემბი მხოლოდ 1 საათში.
  • მულტიპლექსირების მაღალი შესაძლებლობები: FLEXMAP 3D თავსებადია მაგნიტურ და არა-მაგნიტურ მიკროსფეროებთან, რაც შესაძლებლობას ქმნის დიფერენცირდეს 500 განსხვავებული სფერო. პლატფორმა გვთავაზობს კომერციული კირების და რეაგენტების ფართო არჩევანს, რათა შემუშავდეს სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტების დიზაინი, მათ შორის ნუკლეინის მჟავების, იმუნოლოგიური, რეცეპტორ/ლიგნდის და ფერმენტული რეაქციების შესასწავლად.
  • ავტომატიზება/LIS თავსებადობა: xPONENT® Software აკონტროლების FLEXMAP 3D სისტემას და გვთავაზობს მრავალი ტიპის არჩევანს ლაბორატორიის ინფორმაციული სისტემისა (LIS) და სხვა ავტომატიზებულ პლატფორმებთან დასაკავშირებლად. სისტემა თავსებადია 96 და 384 - ფოსოიანი პლანშეტებისთვის, რაც თავის მხრივ ასევე მაღალი წარმადობის გამოსავალს იძლევა.
  • სანდოობა: FLEXMAP 3D სისტემა მოიცავს მრავალ ფუნქციას, რომელიც ავტომატურად ახდენს აპარატის ინიციალიზაციის, გამორთვის, მოვლის ეტაპების განხორციელებას, რაც ექსპერიმენტის უნაკლოდ მიმდინარეობის გარანტიას იძლევა.

 

FLEXMAP 3D სპეციფიკაციები
შესრულება
მულტიპლექსირების შესაძლებლობა 500-მდე ინდივიდუალური სამიზნე
დინამიკური დიაპაზონი ≥ 4.5 logs
ზოგადი მახასიათებლები
ფიზიკური ზომები 58.4 სმ სიგანე x 63.5 სმ სიღრმე x 54.7 სმ სიმაღლე 
წონა 91 კგ
პლანშეტების გაცხელების სისტემის სიაპაზონი 35 – 60°C (95 – 131°F)
სისტემის ინიციალიზაციის დრო 30 წუთი
ხსნარების სისტემა
სითხის წნევა 8 – 13 psi
ნიმუშის შეტანის სისწრაფე 2 µl/წამში
ნიმუშის მოცულობა 10 – 200 µl
ოპტიკა
კლასიფიკაციის ლაზერის გამოსხივება 638 nm
რეპორტერი ლაზერის გამოსხივება 532 nm
რეპორტერი დეტექტორი 565 nm – 585 nm